მიმდინარე წლის 19 მარტს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სოფელ შუქრუთის წარმომადგენლობა აქციის პირველივე დღიდან თავის თავზე აიღო, შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ უარი თქვა და კომპანიის მორიგების მორიგი პროექტი დაბლოკა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სურვილია, სოფელ შუქრუთის მაგალითზე, მოსახლეობასთან თანამშრომლობის მოდელი შექმნას, რომელსაც შემდგომ ყველა იმ სოფელზე გაავრცელებს, სადაც მოპოვებითი სამუშაოები იწარმოება ან იგეგმება, რომლითაც საწარმოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთ-სასარგებლო საპარტნიორო თანაარსებობის პრაქტიკას შექმნის.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მისი ოპერირების პერიოდში სოფელ შუქრუთში უშუალოდ დასახლებულ ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია და არც ამჟამად აწარმოებს, რაც დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისად, სოფელში არსებული სახლების დაზიანებაზე მას უშუალო პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, კომპანია მკაფიოდ იაზრებს თავის სოციალურ მნიშვნელობას და იმ მძიმე პირობებს, რომლის წინაშეც დღეს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა დგას და მზად არის პრობლემის გადაჭრის გზა ერთობლივი შეთანხმებით გამოძებნოს.
ბოლო შეხვედრაზე ასეთ გზად „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ერთგვარი საპარტნიორო ფონდის შექმნა დაასახელა, რომელიც ამა თუ იმ ზეგანზე მადან-მოპოვების მიხედვით ერთიანი პრინციპით დაფინანსდება. აღნიშნულ ფონდს, სოფლის მოსახლეობა თავისი ნებითა და არჩევანით ერთპიროვნულად განკარგავს.
სამწუხარო ფაქტია, რომ სოფელ შუქრუთში მიმდინარე უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა, საწარმოო პროცესი გაჩერებამდე მიიყვანა და კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, ასევე რისკის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი ოპერირება, საფრთხე შეუქმნა ათასობით ადგილობრივის სამუშაო ადგილს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული დაბრკოლების წინაშე დააყენა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაზიანებული სახლების კომპენსაციის მოთხოვნით ა.წ. 17 თებერვლიდან გადაკეტა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს.
შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. ამ დრომდე ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს კომპანიის მფლობელობაში არსებული 9 მაღარო, შეჩერებულია მადნის მოპოვებითი და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამუშაოები. რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიებს, სადაც კომპანია ოპერირებს, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გასულ წლებში მოსახლეობისთვის სხვადასხვა ფაქტორით მიყენებული ზიანის გამო, მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე აქვს გაცემული. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ მისი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ამ ეტაპზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა. ამ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, კომპანია მისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით თავის სამოქმედო გეგმას ამუშავებს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.
ცნობისთვის, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელია. მთლიან ექსპორტში მისი პროდუქციის წილი 6%-ია და ამ მაჩვენებლით, საქართველოში ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა. ის დღეს 5500 საშტატო თანამშრომელსა და ქვეკონტრაქტორ კომპანიებში 2000-მდე დასაქმებულ პირს აერთიანებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის