მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით 24-27 ივლისს გონიოში საზაფხულო ბიზნეს-სკოლა გაიხსნა

60fa800683382
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 13:26
577
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, გონიოში , საზაფხულო ბიზნესსკოლა გაიხსნა.

„ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, ახალგაზრდები, ოთხი დღის განმავლობაში, პრაქტიკოსი ტრენერებისგან დეტალურად შეისწავლიან ბიზნესის კეთებას:

როგორ შეიძლება აქციო იდეა რეალობად;
ბიზნესი დაიწყო ნულიდან;
დასაქმდე;
განავითარო ბიზნესი;
შექმნა სამუშაო ადგილები.

ბიზნეს სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე.

ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ახალგაზრდებს, ოთხი დღის განმავლობაში, ტრენინგ - სემინარებს გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები - გიორგი ისაკაძე, ანდრო დგებუაძე, თამარ თანდაშვილი და სოფიო ფუტკარაძე ჩაუტარებენ.

მულტიფუნქციურმა ცენტრმა ბიზნეს სკოლის მონაწილეები , ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეარჩია , სულ 46 მოტივირებული ახალგაზრდა. მათ ასაკი 16-დან 17 წლამდეა.

სექტემბერში , ბიზნეს სკოლის მონაწილეებს, საშუალება ექნებათ თავად გახდნენ სტარტაპერები, მიღებული ცოდნა კი ახალგაზრდებმა საკუთარი ბიზნესის დაგეგმვაში გამოიყენონ.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიზანი რეგიონში განათლების ხელშეწყობა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ორგანიზაციის მთავარი დონორი და მხარდამჭერი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზია“.
(NS)