07.მარტი .2020 16:05

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში დასუფთავების სამუშაოები ჩაატარა

views 228
უკან

გუშინ, ღამის 10 საათიდან დღეს, დილის 8 საათამდე „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ, მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩის მოგვა-მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური სამუშაოებისთვის, კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან 10 კაციანი ბრიგადა გამოიყო. მოირეცხა საავტომობილო გზა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები.

კომპანიის მიერ ცენტრალური ქუჩების დასუფთავება ყოველ პარასკევს არის დაგეგმილი.

„ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად სამუშაოებში ჩართული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეძენილი მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომანქანები ჭიათურაში, ყველა ქუჩაზე ყოველდღიურ რეჟიმში დილის 5 საათიდან 14 საათამდე მუშაობენ.

ასევე, ქუჩების დასუფთავებისთვის ჭიათურაში შექმნილია სპეცბრიგადა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დილის 8 საათიდან 5 საათამდე მუშაობს. ბრიგადის წევრები სპეციალური, წყალგამძლე სპეცტანსაცმლით აღჭურვილები არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა