"ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა კომპანიის თანამშრომლებსა და „ფაბრიკა 25“-ის მოსახლეობას შორის გაიმართა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, ანგარიში 3:3 გახდა, თუმცა დამატებით დროში „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და მატჩი 4:3 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, სიმბოლური დიპლომები კი საუკეთესო თავდამსხმელ ზაალ ფხალაძეს და მეკარე რეზო გამყრელიძეს.
„წლების განმავლობაში, აქ, ამ არაჩვეულებრივ რეგიონში, არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად ამხანაგურ მატჩებს სისტემატურად მართავდნენ. ეს ძალიან კარგი ტრადიცია, სამწუხაროდ, ბოლო წლებში დაიკარგა და მოხარული ვარ, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს ის განაახლა. ასეთი აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რეგიონის ახალგაზრდებს ახლა ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სტადიონი, სადაც დღეს ამხანაგური მატჩი ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ განვაახლეთ. ამჟამად „ჯორჯიან მანგანეზი“ სხვა მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს.
ვფიქრობთ, წელს, ჯამში, ჩვენს მიერ ჭიათურაში 4 სტადიონის კეთილმოწყობა მოხდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ მათი თანადგომით, მათთან ერთად ვგეგმავთ განვავითაროთ ქუჩის ფეხბურთი, სპორტის სხვა სახეობები... ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შემდეგი ამხანაგური მატჩი სამ კვირაში გაიმართება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის