მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსდაცვითი მიმართულებით ვალდებულებები აქვს შესასრულებელი - ოთარ შამუგია ბესიკ კირთაძეს შეხვდა

647e1f634b45e
BM.GE
05.06.23 22:30
532
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსდაცვითი მიმართულებით კონკრეტული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი.

ვალდებულებების შესრულების ნაწილში არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესრულებაც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. სამუშაო შეხვედრაზე, ახალ მმართველ ბესიკ კირთაძეს, არსებული ეკოლოგიური გამოწვევების მოსაგვარებლად დაევალა, წარადგინოს საკუთარი ხედვა კონკრეტული ორწლიანი სამოქმედო გეგმის სახით, რომელის შესრულების მონიტორინგს სამინისტრო განახორციელებს.

„ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით გამოსწორდეს დღეს არსებული მდგომარეობა.

შესაბამისად, კომპანიამ, სამთო მოპოვების პროცესის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამოქმედო ორწლიანი გეგმა სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს, სადაც ღონისძიებები და კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი. ეს არის ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ცხადია, ყველა საკითხის მოგვარება მოკლე დროში ვერ მოხერხდება, თუმცა სამინისტროს პოზიცია არის პრინციპული, რომ გარკვეული კრიტიკული საკითხები დროულად გადაწყდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ტექნიკური დოკუმენტები და კონკრეტული ღონისძიებები უახლოეს პერიოდში შეთანხმდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.