მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

5da1be1fcbd01
BM.GE
12.10.19 16:00
1532
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:



"presa.ge ბოდიშს უხდის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.



,,ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია presa.ge-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.



კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" სათაურით გავრცელებული სტატიის გამო, სადაც ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
<NS>