მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯო არმანიმ T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორის პენტჰაუსი იყიდა

5df23b3cb8281
ნათია თაქთაქიშვილი
12.12.19 20:30
882
ჯორჯო არმანიმ ახალხანს T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორისგან 17 მილიონ დოლარად ოთხ ოთახიანი პენტჰაუსი შეიძინა.

აღნიშნული ბინა განთავსებულია ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან მდებარე პრესტიჟულ სახლში. არმანიმ ბინაში საწყის ღირებულებასთან შედარებით 5 მილიონით ნაკლები გადაიხადა.

პენტჰაუსი განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა, სადაც ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე და კლასიკური სტილი. მისაღებ ოთახს აქვს თაღოვანი ვიტრაჟები, ოთახში განთავსებულია მოჩუქურთმებული ბუხარი და თანამედროვე ავეჯი. საძინებელ ოთახს კი, ფანჯრები პარკის ხედით აქვს; ინტერიერი კლასიკურ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.

როგორც ამერიკული "ფორბსი" აცხადებს სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჯორჯო არმანი აღნიშნული ბინით წლებია დაინტერესებულია. საქმე იმაშია, რომ ცნობილი დიზაინერი იმავე სართულზე უკვე ფლობს ბინას და მას თავისი ბინის გაფართოება სურს. არმანმა, სამწუხაროდ, 2015 წელს ბინის შეძენა ვერ მოახერხა და მისი მფლობელი T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.