მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan ბიტკოინის გაძვირებას პროგნოზირებს და მას რჩეულ საინვესტიციო აქტივად ასახელებს

628f3f5a241fe
გიორგი თოლორდავა
26.05.22 12:55
3855
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი - JPMorgan Chase ბიტკოინის ფასის ზრდას პროგნოზირებს და მას რჩეულ ალტერნატიულ საინვესტიციო აქტივად ასახელებს.

ბანკის შეფასებით, ბიტკოინის სამართლიანი ფასი 38,000 დოლარის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამჟამად ბირჟაზე თითქმის 10,000 დოლარად იმაზე უფრო იაფად ივაჭრება, ვიდრე ის რეალურად იმსახურებს.

კლიენტებისთვის გაგზავნილ წერილში JPMorgan-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, ბანკმა რჩეული ალტერნატიული საინვესტიციო აქტივი შეცვალა და აღნიშნული წოდება უძრავი ქონებიდან კრიპტო და ციფრულ აქტივებს გადასცა - მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.

„გასული თვის კრიპტო-ბაზრის კორექცია უფრო მეტად ჰგავს იანვარი-თებერვლის კაპიტულაციას. სამომავლოდ კი ჩვენ ბიტკოინისა და, ზოგადად, კრიპტო-ბაზრის აღმასვლას შესაძლებლობას ვხედავთ“, - აღნიშნულია JPMorgan-ის წერილში.

ანალიტიკოსების შეფასებით, UST-LUNA-ს თითქმის $60-მილიარდიანი კოლაფსი ზოგადად კრიპტო-ბირჟასა და ბიტკოინზე მნიშვნელოვნად არ ასახულა, რაც ციფრული აქტივების მიმართ ნდობის ზრდას იწვევს, რადგან მიუხედავად ბაზარზე არსებული პანიკური სენტიმენტისა, ბიტკოინმა სტაბილურობა შეინარჩუნა და მისი ღირებულება არ ჩამოშლილა, როგორც ამას კრიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობდა.