მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ი კლიმატური კრიზისის და სიღარიბის დასაძლევად $2.5 ტრილიონს გამოყოფს

6079aa2430b0f
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.21 22:29
414
წამყვანი ამერიკული ბანკი JPMorgan-ი $2.5 ტრილიონს გამოყოფს კლიმატური კრიზისის და სიღარიბის დასაძლევად. აღნიშნული თანხა მომავალი 10 წლის განმავლობაში დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, $2.5 ტრილიონიდან 1 ტრილიონი მწვანე ინიციატივებზე, განახლებად ენერგიაზე და ნარჩენების მართვაზე დაიხარჯება, ხოლო დარჩენილი თანხა სიღარიბის დაძლევაზე და მცირე ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, მათ შორის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას და განათლებას.

ამასთან, გასულ წელს ბანკმა $200 მილიარდი დახარჯა აღნიშნული მიმართულებით, რითაც გათვალისწინებულ მოცულობას $55 მილიარდით გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ის კონკურენტმა ბანკმა Bank of America-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ კლიმატური კრიზისის დაძლევაზე ბანკი $1.5 ტრილიონს დახარჯავდა.