მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიურ ღვინოს ხელის სადეზინფექციო საშუალებად იყენებენ – Euronews

5f6b81596f758
მარიამ ადამია
24.09.20 00:10
1363
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ღვინის მწარმოებლებს ტონობით გაუყიდავი პროდუქცია დარჩათ, ხოლო 2020 წლის მოსავლის აღების შემდეგ მარაგები სულ გადაივსო. ანუ პანდემიამ გამოიწვია ვითარება, რომელიც მეღვინეებს გასულ წელს ვერც კი წარმოედგინათ.

ამიტომაც, იტალიაში არაერთი კონსილიუმისა და ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ღვინო ფუჭად არ დაკარგულიყო და მისგან სადეზინფექციო ხსნარი დაემზადებინათ. გადაწყვეტილება მთავრობასაც მოეწონა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა. ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიის Assodistil–ის პრეზიდენტის ანტონიო ემალდის აზრით, სანიტაიზერი გაუყიდავი ღვინის "თავიდან მოშორების" ერთადერთი და საუკეთესო გზაა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

“ღვინო ამ ქარხანაში, ფოლადის რეზერვუარებში ინახება და ტექნოლოგიური პროცესის გავლის შემდგომ ვიღებთ ეთილის სპირტს, რომელსაც მაქსიმალურად გავწმენდთ და ფარმაცევტული მოთხოვნების შესაბამის გელს დავამზადებთ. ამას მოყვება შესაფუთი სამუშაოები და ღვინის სანიტაიზერი მაღაზიებისა და აფთიაქების დახლებისთვის უკვე მზადაა. ეს არის მეღვინეების შემოსავლის ერთადერთი წყარო დღესდღეობით. 30 წელია საოჯახო მეღვინეობას ვუძღვები და ამ წლების განმავლობაში არასდროს ღვინო არ დამრჩენია, პირიქით მაისში უკვე სრულად ამოწურული მაქვს ყველა არსებული რეზერვი. წელს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია და ყველა რეზერვუარი სავსე მაქვს. არადა ყურძენიც დასაკრეფი/დასაწურია და ამისთვის ადგილი მაქვს გამოსათავისუფლებელი, თან შემოსავალიც მჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ მაქვს, ამიტომ ღვინოს ვთმობ სანიტაიზერის საწარმოებლად,” - აღნიშნა ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიის Assodistil–ის პრეზიდენტმა, ანტონიო ემალდიმ.

მეღვინეები დარწმუნებული არიან, რომ სანიტაიზერი COVID-19–ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა. როგორც თავად ყვებიან, იმისათვის, რომ გადარჩნენ, არსებულ რეალობას უნდა მოერგონ.