მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯუმითი 2014" ჩინეთში დაახლოებით 18 ტონა დაფნას გემით გაიტანს

5e7246b4027d9
ნუცა ბაზლიძე
18.03.20 21:00
1126
მიუხედავად კორონავირუსის ეფექტისა, ჩხოროწყუში მდებარე დაფნის საწარმო „ჯუმითი 2014“ ჩინეთში დაახლოებით 18 ტონა დაფნის გატანას გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე გათვალისწინებულ რაოდენობას აღემატება კიდეც, ვინაიდან შეკვეთა 14 ტონა პროდუქციას მოიაზრებდა.

როგორც „ჯუმითი 2014“-ის მენეჯერი გოდერძი სალია BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული პროცესი 20 მარტსაა გათვალისწინებული, პროდუქტის ტრანსპორტირება კი კონტეინერითა და გემით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება თავად საწარმოს ფუნქციონირებას, ამ მხრივ გადაწყვეტილების მისაღებად „ჯუმითი 2014“-ის წარმომადგენლები დამატებით რეკომენდაციას ელოდებიან.

„გვქონდა რეკომენდაცია, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს. თუ გვითხრეს, რომ შეჩერდეს მუშაობა, შევაჩერებთ“, - განმარტავს გოდერძი სალია.

ცნობისთვის: საწარმო უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და 40-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ის ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. რაც შეეხება საწარმოს საინვესტიციო ღირებულებას, ის დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 367 000 ლარი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.