15.ივნისი .2020 09:58

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი“ დატოვა

views 1872
უკან

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი“ დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ის გვერდზე დაწერა.

„დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.

p.s. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერს ჟურნალისტი (სტილი დაცულია).

ცნობისთვის: გასულ კვირას არხი ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ დატოვეს.