მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების დეფიციტი მძიმე პრობლემაა, თანამშრომლებს აქტიურად ვეძებთ - „კომორები ბაკურიანი“

637e058aef990
მარიამ დემეტრაშვილი
23.11.22 23:55
960
ბაკურიანის სტუმარმასპინძლობის სექტორი კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრობს. „კომორები ბაკურიანი რეზორტის“ გენერალური მენეჯერი BMG-სთან ამბობს, რომ ახლა სასტუმროში 20-მდე აქტიური ვაკანსია აქვთ.

„კადრების დეფიციტი მძიმე პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად ტურიზმის სექტორისთვის. გამოცხადებულ ვაკანსიაზე მოდის 3-4 რეზიუმე და მათგან პროფესიონალი შესაძლოა, არცერთი არ იყოს. გვიწევს ახალბედა კადრების აყვანა და საკუთარი რესურსებით გადამზადება.

სასტუმროს თანამშრომლების დაახლოებით 35% დაკომპლექტებულია, ძირითადად მენეჯმენტის ჯგუფი. დანარჩენ თანამშრომლებს აქტიურად ვეძებთ. გვაქვს 20-მდე ვაკანსია. პრიორიტეტს ვანიჭებთ ადგილობრივებს, თუმცა ვთავაზობთ ასევე სხვა ადგილიდან ჩამოყვანას და აქ განთავსებასაც“, - ამბობს თორნიკე მდივნიშვილი.