მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაილი ჯენერი Coty Inc.-თან 600 მილიონიან გარიგებას დადებს

5de0fbdc85dd1
ნათია თაქთაქიშვილი
29.11.19 18:50
1214
ამერიკული კოსმეტიკური კომპანია Coty Inc.-ი აცხადებს, რომ იგი შეიძენს 51%-წილს მილიარდერ კაილი ჯენერის კუთვნილ კომპანიაში - Kylie Cosmetics & Kylie Skin. Coty Inc.-ი კაილი ჯენერს 600 მილიონ დოლარს გადაუხდის.

აღნიშნული გარიგება სავარაუდოდ 2020 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. გარიგების შემდეგ, ჯენერი 49%-იან წილს შინარჩუნებს Kylie Cosmetics-ში და დარჩება კრეატიული მიმართულების მმართველად, კერძოდ მარკეტინგული ინიციატივების კუთხით, რადგან იგი სოციალურ მედიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს და მას 270 მილიონი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმების მასშტაბით.

Coty Inc.-ი Covergirl and Sally Hansen-ის დედა კომპანიაა, რომელიც აპირებს უფრო ახალგაზრდულ ხაზზე გასვლას აღნიშნული გარიგებით. კომპანია Kylie Cosmetics პოპულარულია სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით ინსტაგრამზე. Coty Inc.-ი ფიქობს, რომ სოცლაურ მედიაშიც გაიმყარებს პოზიციებს კაილი ჯენერისთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ კაილი ჯენერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მან 18 წლის ასაკში დააარსა კოსმეტიკური კომპანია და მსოფლიოს შესთავაზა 29 დოლარად ღირებული ტუჩსაცხი და ლაინერი, რამაც ძალიან მალე დიდი პოპულარულობა მოიპოვა.