კაიმანის კუნძულების მთავრობის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, კაიმანის ბიზნეს რეგისტრაციის ორგანო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი წესების შესაბამისად, რამდენიმე ასეულ კომპანიას, რომლებიც არ აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას, რეგისტრაცია გაუუქმდება. ამ სიაშია ენერგოკომპანია Frontera და მასთან აფილირებული სხვა იურიდიული პირები. მათ შორისაა FRONTERA RESOURCES GEORGIA-ც, რომელიც წარსულში საქართველოს მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვებას ახორციელებდა.
კაიმანის ბიზნეს რეესტრის თანახმად, 30 ოქტომბერს რეგისტრაცია შეუჩერდება შემდეგ კომპანიებს:
● FRONTERA INTERNATIONAL CORPORATION
● FRONTERA RESOURCES CORPORATION
● FRONTERA RESOURCES GEORGIA CORPORATION
● FRONTERA RESOURCES OVERSEAS CORPORATION
რეგისტრაციის მოხნასთან ერთად, ეს კომპანიები 30 ოქტომბრიდან ლიკვიდირებულად ჩაითვლებიან.
BMG აღნიშნულ საკითხზე კომპანია Frontera-ს მენეჯმენტს დაუკავშირდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზაზა მამულაიშვილის თქმით, ამჟამად ფრონტერაში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს და მათი მეწილეები იცვლებიან.
"საქართველოში ოპერაციების მხრივ ვიტყვი, რომ "ფრონტერა ისთერნ ჯორჯია" აგრძელებს ლიცენზიით ოპერირებას და აქ ეს ცვლილება არ აისახება. ეს არის ქართული იურიდიული პირი. რესტრუქტურიზაციის შედეგად, "ფრონტერა რისორსის ჯორჯია" კაიმანის კუნძულების იურიდიული პირი აღარ იქნება და იქნება სხვა იურიდიული პირი,"- აცხადებს ზაზა მამულაიშვილი.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.
საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?