მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kairos Logistics კომპანია „ნიკორას“ ლოგისტიკური მხარდამჭერია

63a1b8bf1f562
BM.GE
20.12.22 17:38
798
FMCG პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ნიკორა“ 24 წელია ერთ-ერთი ლიდერია საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზარზე, ის მუდამ ხარისხზეა ორიენტირებული. თაროებზე წარმოჩენილი სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი პროდუქტების უკან ვრცელი ლოგისტიკური ჯაჭვია, რომელზეც დარგში მოწინავე საერთაშორისო კომპანია Kairos Logistics ზრუნავს.

ჩვენთან საუბრისას Kairos Logistics-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა გიორგი ახოიშვილმა ისაუბრა „ნიკორასთან“ პარტნიორობის მნიშვნელოვან დეტალებზე.

როდის დაიწყო თქვენი და „ნიკორას“ კოლაბორაცია? როგორია თქვენი ლოგისტიკური პოლიტიკა საკვები პროდუქტების მხრივ?

Kairos Logistics-ისა და კომპანია „ნიკორას“ თანამშრომლობა სამ წელს ითვლის. საკვები პროდუქტების სექტორში მნიშვნელოვანია ლოგისტიკური პროცესების სწორი მენეჯმენტი. ჩვენი კომპანია მუდამ მზად არის ეფექტური ლოგისტიკური მომსახურება გაუწიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, როგორსაც საკვები პროდუქტების სექტორი წარმოადგენს. ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ მცირე სატრანზიტო პერიოდს, რათა ლოგისტიკური პროცესის დასრულების შემდგომ, პროდუქტის სარეალიზაციო დრო საკმარისი აღმოჩნდეს. ამას გარდა, პროდუქტის ხარისხი დამოკიდებულია, როგორც მწარმოებელზე, ასევე სათანადო ლოგისტიკურ ოპერაციებზე. ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ტელემატიკური სისტემებით, რაც საშუალებას იძლევა დისტანციურად გაკონტროლდეს თითოეული ტვირთის ტემპერატურული რეჟიმი. სატვირთო ავტომანქანები გამართულია ყველანაირი დამხმარე, დამჭერი და მყარი კონსტრუქციის მქონე მასალებით, რაც სენსიტიური ტვირთების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, მსოფლიოში არსებული ლოგისტიკური ცვლილებებისა და მომხმარებელთა ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

კომპანია „ნიკორას“ იმპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიშა გოგიჩაიშვილმა ისაუბრა იმ პრიორიტეტების შესახებ, რა მიზეზითაც არჩევანი Kairos Logistics-ზე შეაჩერეს.

რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს თქვენ სანდოობას Kairos Logistics-ის მიმართ?

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ეს განაპირობა ჩვენმა განსაკუთრებულმა მიდგომამ ხარისხის მიმართ. როდესაც ვახორციელებთ საკვები პროდუქტების იმპორტს, მათი ხარისხი ყოველთვის მოწმდება, ხოლო ტრანსპორტირების პერიოდში მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება - ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, მჭიდრო სატრანზიტო პერიოდში ჩატევა და პროდუქტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. სწორედ ამიტომ, Kairos Logistics-თან თანამშრომლობა ჩვენთვის კომფორტული და განსაკუთრებით სანდოა. ასევე, ჩვენთვის პრიორიტეტული დაზღვევის საკითხია. ვიცით, რომ თუ ტვირთს რაიმე საფრთხე დაემუქრება Kairos Logistics-ის ტვირთის დაზღვევის პოლისით ზარალს სრულად ავინაზღაურებთ.

R