15.მაისი .2020 17:43

კაკაურიძე: 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს თვის ბოლომდე წარმოვადგენთ

views 218
უკან

მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, სადაც კორონავირუსის პირობებში განახლებული პარამეტრები იქნება მოცემული, პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლომდე წარადგენს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა.

"ბიუჯეტის დრაფტი მზად არის მაკროეკონომიკური პარამეტრების დონეზე. სამინისტროებთანაც შემცირებების ნაწილი, უმეტესად გავლილია, უბრალოდ რამდენიმე პარამეტრს ველოდებით, რომ სწორად დავთვალოთ.

20 მაისამდე ანალიზს გავაკეთებთ, რამდენი ადამიანია, ვისაც კომპენსაცია სჭირდება. ეს ინფორმაციები თუ არ მივიღეთ კომპანიებსგან, ძალიან რთულია.. დაშვება გვაქვს, რომ კერძო სექტორში 700 ათასია დასაქმებული, ეს 700 ათასი შეღავათს ან საშემოსავლო გასადასახის ნაწილში მიიღებს, ან კომპანესაციის, მაგრამ რომელში რამდენი მოხვდება, გასაანალიზებელი იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე განმარტებით, განახლებული ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უკვე შეთანხმებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა