26.სექტემბერი .2019 16:13

კაკაურიძე: ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირება წელს სრულდება

views 183
უკან

„ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტირება 7 მლნ-მდე ჯდება“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დეპუტატ მამუკა ჩიქოვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კაკაურიძის ინფორმაციით, პორტამდე მისასვლელი გზა და რკინიგზის პროექტირება წელს დასრულდება.

„ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის შემთხვევაში, ჩვენ წელს ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პროექტირების ნაწილი. ეს გზა ჯდება დაახლოებით, 350 მლნ და სადღაც 10-11 მლნ ლარი იყო ჩადებული წელს. პროექტირება წელს სრულდება. არ დაჯდა 11 მლნ, დაახლოებით, 7 მლნ ლარამდე დაჯდა პროექტირება. უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტს წარმოვადგენთ და იქ გათვალისწინებული იქნება მშენებლობის დაწყების თანხა. მოგეხსენებათ, შემდეგ კვირას წარმოვადგენთ სახელმწიფო ბიუჯეტს“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ როდესაც კონტრაქტორი კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩააბარებს პროექტს, შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც 7 მლნ-მდე ჯდება, აუნაზღაურებენ.

ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მოწყობა უზრუნველყონ. პროექტირებისთვის 11 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა