მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკაურიძე: სამშენებლო სექტორში კლება სებ-ის რეგულაციამდე დაიწყო

5d9f2d9d51776
ელენე გოგბერაშვილი
10.10.19 17:06
1059
ამ წუთებში ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოხსენებით გამოდის.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკურ ზრდაზე. მაგალითისთვის ჭიაბერაშვილს სამშენებლო სექტორში ინვესტიციების მკვეთრი ვარდნა მოჰყავს.

დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ კაკაურიძე აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორში კლება სებ-ის რეგულაციამდე დაიწყო, თუმცა აღიარებს, რომ საბანკო რეგულაციებს ნამდვილად ექნებოდა გავლენა დარგზე.

„სამშენებლო სექტორის ნაწილში, თქვენ თუ ნახავთ, კლება დაიწყო თუ სწორად მახსოვს 2017 წლის ბოლოდან და დაახლოებით 16 თვის განამვლობაში იყო ჯამში სექტორში კლება და ეს იყო გაცილებით ადრე, ვიდრე იქნებოდა სებ-ის რეგულაციები. დღეს რა თქმა უნდა სებ-ის რეგულაციებს გარკვეული გავლენა უნდა ჰქონდეს ,თუმცა დღეს სებ-ს იპოთკურ ნაწილში შერბილებული აქვს მნიშვნელოვნად რეგულაცია.

ეს ჩვენ არ გვიკარნახებია. სებ-მა გაანალიზა რა ტემპით ხდებოდა იპოთეკური სესხების ზრდა,იყო თუ არა ეს ტემპი მაღალი, ამიტომ სებ-მა თავისი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შეარბილა რეგულაცია იპოთეკური სესხების ნაწილში.

სებ-მა შეარბილა პოლიტიკა და ვხედავთ აპრილის თვიდან იპოთეკური სესხების ნაწილი არის მზარდი და სამშენებლო სექტორში დაახლოებით 16 თვის განმავლობაში იყო კლებადი ტენდენცია, ეს ტენდენცია აღარ გვაქვს და რამდენიმე თვეა სამშენებლო სექტორში ზრდა შეინიშნება და ეკონომკურ ზრდაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სამშენებლო სექტორს“-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია.

ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. მათ შორის მშენებლობის სექტორში FDI წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა და 4,2 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საბანკო რეგულაციის შემდეგ დარგში გაყიდვების 20%-იანი კლებაა.