02.დეკემბერი .2019 21:37

კაკულია: ანტიდემპინგური კანონმდებლობა დღევანდელი გამოწვევებიდან არ არის სასწრაფოდ მისაღები

views 250
უკან

ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არის დღევანდელი გამოწვევებიდან სასწრაფოდ მისაღები კანონი, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BMG-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა. მან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა, რაზეც კომიტეტის და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სამუშაო შეხვედრაც შედგა.

„სამუშაო შეხვედრა ძირითადად ეძღვნებოდა სწორედ კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების გაზრდას. არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ ახლა ანტიდემპინგური კანონის მიღების შემთხვევაში მას მოუწევს ფუნქციების გაზდა.. ანტიდემპინგური კანონმდებლობა მაინც უფრო ეს არ არის დღევანდელი გამოწვევებიდან სასწრაფოდ მისაღები კანონი. ამაზე ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ. პრინციპში ყველას ჩართულობა იყო და შეიძლება ითქვას, რომ კონსენსური არის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონმდებლობა სამომავლოდ გრძელვადიანი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ალბათ ნამდვილად სჭირდება.

ძირითადად ვიმსჯელეთ თავად კონკურენციის სააგენტოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. იმაზე რომ ის, დღევანდელი მოცემულობით პრინციპში არ შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რაც მას აქვს. ფუნქციების განხორციელება უჭირს მას“- განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაზეც ისაუბრა.

„თვითონ ფუნქციას რაც შეეხება და მმართველობას, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კოლეგიური ორგანო, რომელიც უნდა მართავდეს მას და რომელსაც პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს. ხელმძღვანელი უნდა წარმოადგინოს კანონპროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ხოლო რაც შეეხება მმართველ ორგანოს, მისი დამტკიცება პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც სააგენტომ უნდა განახორციელოს, მაგალითად, ბაზარზე დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დავუშვათ კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების არსებობა, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და ა.შ ეს მას ფუნქციებში უწერია, მაგრამ არავითარი ინსტრუმენტები, რომ ეს განახორციელოს, არ აქვს. ამაში მას ხელს უშლიდა არასაკმარისი ვადები, არავითარი სანქცია არ არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც შენ მაგალითად კარტელური გარიგებების შემთხვევაში გინდა, რომ განახორციელო მოულოდნელად შესვლა ამა თუ იმ ეკონომიკურ აგენტთან დაკავშირებით და ამაზეც იყო მსჯელობა“- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კაკულიას თქმით, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ უნდა დახვეწოს თავისი ფუნქცია, მომავალში კი სააგენტოს ფუნციები უნდა გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა