დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმდჯომარე რომან კაკულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს აკრიტიკებს. საკომიტეტო მოსმენაზე კაკულიამ განაცხადა, რომ კობა გვენეტაძის მმართველობის პერიოდში სებ-ის ნაბიჯები უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ქართული რეალობის გათვალისწინებით.
“სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო ფაქტორი, მეორე არის პოლიტიკური ფაქტორი და ძირითადად ახლა ეს არის ლარის კურსი. ეს პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და ასე შემდეგ, მოქმედებს უფრო მეტად.
მე გიცნობთ თქვენ როგორც პროფესიონალს, თქვენი საქმის, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო ამ "გაიდლაინების" გასწვრივ ზუსტად და ყოველთვის არ ითვალისწინებდა საკმარისად იმ კონტექსტს, რომელშიც ეს გაიდლაინები უნდა გაითვალისწინონ.
მე დამრჩა სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი, შესაძლებელია, იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ახლა დეტალებში ვერასდროს ჩამოვლენ და ამ გაიდლაინებს თქვენ მიყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ რომ ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც პოზიციებზე ვართ, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს, ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ჩვენც უნდა ვისაუბროთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო,”- აცხადებს რომან კაკულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი