მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე: იმ შედეგებზე, რაც დადგება, პასუხი უნდა ვაგოთ

5d88e96ed18f9
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 11:00
1131
„აქ ისეთი ორი მხარეა, რომ სრული ჰარმონია ვერ გვექნება, ამიტომ, რაღაცაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და შემდეგ იმ შედეგებზე, რაც დადგება, პასუხიც უნდა ვაგოთ“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ "ქართული ოცნების" წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით და ავტორობით მომზადებულ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კაკულია მიიჩნევს, რომ საკითხში ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია.

„ფაქტია, რომ დასაქმებულთა უფლებები ხშირ შემთხევაში დაცული არ არის, მაგრამ ამ დაცვის შედეგად ზოგადად ეკონომიკამ თუ ისეთი დარტყმა მიიღო, რომ დაუცველი ადამიანების რაოდენობა უფრო გაიზარდა, ცხადია, ეს უნდა გამოირიცხოს, მაგრამ პრობლემას რომ მიხედვა უნდა და შრომის ბაზრის ასე დატოვება რომ არ შეიძლება, მგონი დამეთანხმებით.

რაც შეეხება, რამდენიმე ადგილზე მუშაობის სადავო საკითხს, თუ ის პუნქტი მისი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ის აუცილებლად გასწორდება", - განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის: შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტმა მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეუზღუდოს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული მცდარია, ადგილი აქვს ინტერპრეტაციას და თან ცვლილებების პროექტი ჯერ საბოლოო არაა.