მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულიას კომიტეტმა „კონკურენციის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

5efca1805e78b
ინგა მურუსიძე
01.07.20 21:30
1034
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის სააგენტოს შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის წევრის რომან კაკულიას თქმით, ცვლილებები შეეხება პროცედურულ ნორმებს, კონკურენციის პოლიტიკას, ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციას, ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

„ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხებია, რომლებთან მიმართებაშიც უწევს რეაგირება და პოზიციონირება სააგენტოს. დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ის აქამდე სათანადო უფლებებით, სათანადო საკანონმდებლო ინსტრუმენტებით არ იყო აღჭურვილი თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომ განავითაროს და შეიქმნას ის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში, კონკურენციის რეალური გარემოს შესაქმნელად“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. კანონპროექტი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს პირველი მოსმენით განიხილეს.