მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - 43%, მელია - 39%, გახარია - 7% - Edison Research-ის ეგზიტპოლი

6158738d7f3ad
ინგა მურუსიძე
02.10.21 20:01
1123
თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს. 

წლევანდელ არჩევნებზე ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.


ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 43%-იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას ამომრჩეველთა 39%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას 7%-მა.

რაც შეეხება მერობის სხვა კანდიდატებს, მოძრაობა „ხალხისთვის“ მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ თბილისში ამომრჩეველთა 4%-ის მხარდაჭერა დაიმსახურა, „ლელოს“ კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა - 2%-ის, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა გიორგი ლომიამ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ 1-1-%.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, წინასწარი შედეგებით, პროპორციული სიით, "ქართულმა ოცნებამ"- 46%-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 33%, "საქართველოსთვის" - 6%, "ევროპულმა საქართველომ" - 2%, "გირჩმა" - 2% და მესამე ძალამ - 1%.