მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - 44,96%, მელია - 33,94% - ცესკომ თბილისში ხმების 96,23% დაითვალა

61597458b5093
თელარა გელანტია
03.10.21 14:01
764
ცესკომ თბილისში ხმების 96,23% დაითვალა ანუ 769 უბნიდან 740 საარჩევნო უბნის შედეგია დათვლილი.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, წინასწარი შედეგების მიხედვით იკვეთება, რომ თბილისში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს აქვს 206 848 ხმა ანუ 44,96%-იანი მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 156 156 ხმა მიიღო ანუ 33,94%.

შეგახსენებთ: მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღო.

უკვე ცნობილია, რომ თვითთმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.