20.სექტემბერი .2020 14:46

კალაძე - “ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად უკეთესობისკენ იცვლება შრომის კოდექსი

views 325
უკან

„ჩვენმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა. თუმცა, გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კალაძემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ადგილობრივებს რეგიონის განვითარების გეგმა წარუდგინა. კალაძემ ყურადღება მეშახტეების საქმიანობაზე, მათ უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე გაამახვილა.

„ჩვენმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა. თუმცა, გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად უკეთესობისკენ იცვლება შრომის კოდექსი, ამ მიმართულებით უკვე პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებები არის მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება შევუქმნათ, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა დღეს ტყიბულში, ზესტაფონში, თერჯოლასა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა