მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - რობოტმა კანდელაკის ქუჩაზე ახალ მილსადენში თვითნებური დაერთებები გამოავლინა

5dd4ed5fc71c8
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.19 11:45
8126
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაყვანილი მილსადენები დაზიანებულია და მათზე რამდენიმე ადგილზე არის თვითნებური დაერთებები გაკეთებული. კალაძის თქმით, დაზიანება სპეციალურმა რობოტმა გამოავლინა, რომელსაც მერია მილების ინსპექტირებისთვის იყენებს.

კალაძის განცხადებით, ქალაქში ჩადენილი მსგავსი შემთხვევები გამოძიებული იქნება და საჯარო ინფრასტრუქტურის დამზიანებლებს აღნიშნულისთვის პასუხი მოეთხოვებათ.

“თქვენ იცით, თუ რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ქალაქში. ამის გამო არის საცობები, შეუძლებელია ნორმალურად გადაადგილება, თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია პროექტების განხორციელება, რომ გზა არ გადაიკეტოს, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ შეიცვალოს და ასე შემდეგ.

მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ თემას, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ და ძალიან კარგი და ლამაზი პროექტი გამოვიდა. თუმცა, გვაქვს პრობლემა. რამდენადაც სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ როდესაც ვამთავრებთ სამუშაოებს, ვახორციელებთ დაკვირვებას, თავად ქსელზე, რომელიც არის მიწისქვეშ განთავსებული, არის რობოტი, რომელიც პირდაპირ შედის მილში და "ლაივში" გვაწვდის კადრებით თუ რა მდგომარეობაა არსებულ მილებში, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა გაკეთებული. კანდელაკის ქუჩაზე, დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება, ნებართვის გარეშე და მილები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დარულდა, დაზიანებულია.

მილიონები იხარჯება, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევები ხდება. მინდა დავავალო ბატონ ირაკლი ბენდელიანს(მერის მოადგილეს), რომ გამოძიებული იყოს, ვის მიერ იქნა ეს უმსგავსობა ჩადენილი,”- განაცხადა კახა კალაძემ.