მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - ტაქსების რეფორმაზე მძღოლებს ყოველდღიურად ვესაუბრებით, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ

6204ed66efbae
ინგა მურუსიძე
10.02.22 17:00
807

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა ზაფხულში დაიწყება, თუმცა მუნიციპალიტეტის მერს მანამდე არ სურს კონკრეტულ დეტალებზე ისაუბროს.

„ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით ვესაუბრებით ყოველდღიურად მათ, ვისაც ეს რეფორმა ეხება, როცა ეს პროცესი დასრულდება, საზოგადოებაც გაიგებს დეტალებს.

ყოველდდღიურად ვხვდებით ტაქსის მძღოლებს, რომ შემდეგ არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილი კონკრეტული პოლიტიკოსების, ტელევიზიების მხრიდან. როცა პროცესს დავამთავრებთ, მერე იქნება ყველაფერი ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შეეხება თუ არა ცვლილება ლიცენზიების ნაწილს, კალაძე ამბობს, რომ ჯერ ამაზე ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ: გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ტალღის დაწყება დააანონსა, თუმცა დეტალები არ გაუჟღერებია.
ტაქსების რეფორმის ორი ტალღა დედაქალაქში განხორციელებულია, პირველი ლიცენზირებას ეხებოდა, მეორე კი ტაქსების კატეგორიზაციას.