მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე მოქალაქეებს ვაკეში შექმნილი საცობის გამო ბოდიშს უხდის

5f2a5bbbc904c
ინგა მურუსიძე
05.08.20 11:05
3903
თბილისის მერრი კახა კალაძე ბოდიშს უხდის მოქალაქეებს, ვისაც ახალი სატრანსპორტო სისტემით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირზე საცობში მოუწია ყოფნა.

კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებულ კრიტიკას ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის გართულების შესახებ.

„მინდა დავიწყო შაბათი დღით, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სისტემით დაიწყო მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს და ავტომობილის მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა. მეც რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ თავად ავტომობილს, გადავაადგილდები ქალაქში და თქვენს ადგილას მეც იგივე განწყობა მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და გიხდით ბოდიშს“, - განაცხადა კალაძემ.