04.სექტემბერი .2019 11:25

კალაძე ბახტაძეს მადლობას უხდის, გახარიას კი - წარმატებებს უსურვებს

views 188
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა ყოფილი პრემიერისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და წარმატებები უსურვა პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.

კალაძის თქმით, ბახტაძის პირობებში ცენტრალური ხელისუფლება მხარში ედგა თბილისის მუნიციპალიტეტს და ეს ბიუჯეტზეც აისახა.

“ბატონ მამუკა ბახტაძეს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდშ ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. ეს რა თქმა უნდა, აისახა საქმითაც. წლევანდელი ბიუჯეტი არის მართლაც განსხვავებული წინა წლებისგან, რა თქმა უნდა, ამით გვეძლევა სასუალება განვახორციელოთ მნიშნელოვანი პროექტები. უამრავია პრობლემა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. შესაბამისად, თუ არ არის თანადგომა ცენტრალური ხელისუფლებისგან...მე ყოველთვის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ პრინციპულად მნიშნელოვანია ერთობა, ერთად დგომა და ეს გუნდურობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღირსეულად დავუდგეთ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია დღეს ქალაქში. მინდა წარმატება ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერმინისტრობის კანდიდატს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ თბილისში”,- თქვა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა