26.მარტი .2021 21:03

კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, ვიმყოფები თბილისის კლინიკაში

კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, ვიმყოფები თბილისის კლინიკაში
views 11741
უკან

თბილისის მერი კახა კალაძე "ფეისბუქზე" თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის ამბობს, მას დაუდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია და მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე", - წერს თბილისის მერი.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო წარმოიქმნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა