09.სექტემბერი .2019 15:37

კალაძე ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფას მიესალმება

views 682
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ დაბრუნება მისასალმებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაყოფის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.


„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები.

ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა