10.სექტემბერი .2019 12:49

კალაძე გახარიას შესახებ Deutsche Welle-ს სტატიას შეკვეთილს უწოდებს

views 451
უკან

თბილისის მერი კახა კალაძე გავლენიანი გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის კაცი“, „ქართული ოცნების“ ოპონენტებისგან შეკვეთილს უწოდებს.
ეს აშაკარად იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც იყო მიწოდებული, თუმცა მოხდა შემდგომ მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის“, - აცხადებს კახა კალაძე.

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მოსკოვის კაცს დაუჭირა მხარი - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა Deutsche Welle-ს ინგლისურენოვანი განყოფილება ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა საკამათო ფიგურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია, რაც თბილისში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

Deutsche Welle წერს იმასაც, რომ გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას "რუსეთის კაცობის’’ შესახებ გავრცელებული ბრალდებების უარყოფა სცადა იმით, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ეხმაურება Deutsche Welle-ს გერმანულენოვანი განყოფილებაც. ჟურნალისტი აღნიშნავს რომ, Lufthansa-ს ყოფილი მენეჯერი გახარია მის წინამორბედ ბახტაძეს მსგავსად მილიარდერ ივანიშვილის ერთგულ ადამიანებად ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა