26.აგვისტო .2019 14:34

კალაძე კომპანია MAN-ზე: ძალიან ცუდი საუბარი გვქონდა, ჯარიმები გამოყენებული იქნება

views 14969
უკან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, MAN-ის ტიპის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს იქნება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის გამო მას კომპანია MAN-ის წარმომადგენლებთან „ძალიან ცუდი საუბარიც“ ჰქონდა.

"კომპანიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ძალიან ცუდი საუბარიც მქონდა. ეს არ არის უბრალო კომპანია, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც ჩვენს ტენდერში გაიმარჯვა და აიღო ვალდებულება, რომ 90 ავტობუსი მოეწოდებინა ჩვენთვის ჯერ მაისის და მერე ივნისის თვეში, მაგრამ პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვპირდებიან, რომ სექტემბრის ბოლოსთვის აუცილებლად იქნება მოწოდებული ის 50 ერთეული. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უნდა შემოვიდეს. წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება მოწოდება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია MAN-ის დაჯარიმებას, როგორც კალაძე აცხადებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები გამოყენებული იქნება.

წყარო: IPN

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა