მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე მელიას დაპირებაზე: სკოლებში უფასო კვებაზე გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა

617140192a599
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.21 14:39
1119
„ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერობის მეორე კანდიდატ ნიკა მელიას დაპირებას, რომელიც დედაქალაქში სარეკლამო ბანერებზეა განთავსებული. ნიკა მელია თბილისის სკოლის მოსწავლეებს უფასო კვებას პირდება. 

კახა კალაძე ამ ინიციატივას სისულელეს უწოდებს.

„ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. ძალიან ბევრი სისულელე მოვისმინეთ, მაგალითად ის, რომ 100 სტუდენტს უცხოეთში წასვლაზე დააფინანსებს, მაშინ როდესაც 900 სტუდენტი ფინანსდება“, - განაცხადა კალაძემ.