მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე მიკროავტობუსების 29 მლნ-იან ტენდერს აჩერებს

5e8b882d04aa8
თამთა ჯიჯავაძე
06.04.20 23:50
928
კახა კალაძე მიკროავტობუსების 29 მლნ-იან ტენდერს აჩერებს. კერძოდ, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის გადაიდება მიკროავტობუსების შეძენა.

აღსანიშნავია, რომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსის შეძენას 29 მილიონ ლარად აპირებდა.

სატენდერო პირობების მიხედვით უნდა შეცვლილიყო თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითლის ნაცვლად, “მეტალიკი ლურჯი” უნდა გამხდარიყო. ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი მიკროავტობუსები არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

თუმცა, კალაძის თქმით, აღნიშნული ტენდერი შეჩერდება.

"არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.