31.მარტი .2020 23:13

კალაძე: ეკლესიას ვთხოვ, მრევლს ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდოს

views 511
უკან

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი ორის“ ეთერში მრევლს მოუწოდა თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან.

„ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და მრევლს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. ეკლესია, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ძნელბედობის ჟამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. და მე დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა