მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ქართული კომპანიები მეტროსადგურების განახლების პასუხისმგებლობას არ/ვერ იღებენ

633d35a537fce
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.22 11:41
735
თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტებში მონაწილეობას საერთაშორისო კომპანიები შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მერმა თქვა, ვარკეთილის მეტროს ჩამოშლის შემდეგ ქართული კომპანიები ამ ტენდერებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და მეტროსადგურების რეაბილიტაციის ნაწილში გამოწვევები ამ მხრივ არის.

„ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერებით მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები გვაქვს. ქართული კომპანიები არ/ვერ იღებენ პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე, მას შემდეგ რაც ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლა მოხდა, ყველა კომპანია ამ პროექტებში მონაწილეობას ერიდება, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და საერთაშორისო უცხოურ კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 44 მლნ დოლარს შეადგენს. მეტროს რეფორმის შემადგენელ ამ და სხვა პროექტებთან დაკავშირებით გრძელდება კონსულტაციები დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან", - განაცხადა კალაძემ.