მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ მერიისგან მიკროავტობუსების დროულად გამოსყიდვას ითხოვს

602cc7203a21c
ინგა მურუსიძე
17.02.21 11:30
858
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 22 თებერვლიდან დედაქალაქში დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსიდან 120 ხაზებზე უკვე დადიოდა და 180 ახლა დაემატება.

მერის განმარტებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ვალდებულება აქვს აღნიშნული მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დროულად მოხდეს გამოსყიდვის პროცესი, რომ მერიამ დამატებით, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა შეძლოს.

კალაძემ ზოგადად, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ წლის ბოლომდე ქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან და მათ ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასულ წელს 30-მდე მილიონის ღირებულების 300 მიკროავტობუსი შეიძინა. მერიაში ამბობდნენ, რომ მიკროავტობუსები ქალაქში ჩასანაცვლებელია, ხოლო „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობის თქმით, ამის რესურსი მათ არ ჰქონდათ.

Bm.ge ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაინტერესდა, მწირი ფინანსური რესურსის მქონე კომპანია, როგორც ასე „თბილისის მიკროავტობუსი“ თავს ახასიათებს, რა ფორმით და როდიდან გამოისყიდის მიკროავტობუსებს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ გამოსყიდვის საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.