მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: საამაყოა ის სტანდარტი, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში დაინერგა

60d0d2bc1a6c1
BM.GE
21.06.21 22:10
616
თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები - კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განხორციელებული პროექტების შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმაც ისაუბრა.

„ამჟამად, თბილისის მერიის მართვაშია 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000 აღსაზრდელია. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი, 10 რეაბილიტირდა, ხოლო 147 ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

2018-2021 წლებში თბილისში 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, კეთილმოეწყო 56 ბაღის ეზო, ჩატარდა 20-მდე ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები, 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე, პირველად, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის ორი მინი სტადიონი მოეწყო.