25.დეკემბერი .2019 11:40

კალაძე: „სვეტის“ შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები თებერვალში დაიწყება

views 277
უკან

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, დეველოპერული კომპანია "მ2"  კომპანია „სვეტის“ შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას თებერვალში შეძლებს.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, „სვეტის“ დაზარალებულები აუცილებლად დაკმაყოფილდებიან.

„სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულების მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კომპანია m2-თან და ამ 2500 ოჯახს, ვინც არის დაზარალებული, აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას. თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი, აქედან გამომდინარე უკვე დასრულდა არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა. დღეს კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მშენებლობების დასრულების მიზნით მერიის ხელშეწყობითი სამუშაოების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გქვონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ჩვენი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები და თებერვალში უკვე შესაძლებელია უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც ალბათ ძალიან კარგი და მაგარია“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა