მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე-ტიკარაძეს: "რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება"

5e1eed45a6757
ინგა მურუსიძე
15.01.20 14:46
1695
"ქალბატონო ეკა, რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

კალაძის თქმით, მინისტრი მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და აქცენტებიც სწორი აქვს.

„ქალბატონი ეკატერინე მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა გითხრათ ქალბატონო ეკა, რომ რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, გაქვთ სწორი აქცენტები და გისურვებთ წარმატებებს. იცოდეთ, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც ჩვენს კომპეტენციაში იქნება“, - მიმართა კალაძემ ტიკარაძეს.