10.თებერვალი .2020 23:50

კალაძე: უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დავუშვებთ

views 886
უკან

კონკრეტული ჯგუფები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უნებართვო მშენებლობების განხორციელების გზით სახელმწიფო მიწების მიტაცებას ცდილობენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში ისაუბრა, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლის ანა დარასელიას შეკითხვას უპასუხა ავჭალაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

„ამ მიწების მიტაცება სრულებით მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფებმა ეს მოახერხონ. თუ მათ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, დავეხმარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც მოვიკვლიეთ, ყველას აქვს საცხოვრებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს გადავცემთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგანაც, როგორც ვთქვი, ესენია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ამ საქმიანობას. ერთ ღამეში ახორციელებენ პატარა მშენებლობებს, გადის დრო და შემდეგ შემოდის დაკანონებაზე. ყველას დავეხმარებით, ვინც ამას საჭიროებს. იჯარით გაგვყავს ისინი, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ, მაგრამ მიტაცებული მიწების დაკანონებას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა