მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ხაზარაძეს ანაკლიის პორტის ასაშენებლად არც ფული აქვს და არც - გონებრივი შესაძლებლობა

5da707b20d581
თელარა გელანტია
16.10.19 16:05
2885
სიყალბე, სიცრუე და ჭორაობა - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა შემდეგი ფრაზა - „რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს“.

ამასთან, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების რესურსი არ გააჩნია.

„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღეებიდან ჩვენ და საზოგადოებას გვეჭორავება. რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ვალდებულების შესრულებისთვის დროის წლის ბოლომდე მიცემას, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს და დემონსტრირება გააკეთოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის აშენება, თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მამუკა ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას ამის არც ფინანსურ რესურსი აქვს და არც - გონებრივი შესაძლებლობა“, - განაცხადა კალაძემ.