02.სექტემბერი .2019 15:01

კალაძე: ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერი

views 331
უკან

ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერი ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმაკახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრების კანდიდატურებს, მას თავად პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.

„ხვალ არის პოლიტსაბჭოს შეხვედრა, ამის შემდეგ იქნება შეხვედრა უმრავლესობასთან. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გახდება ცნობილი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნება პრემიერი. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს - ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი პრემიერის ვინაობა, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ეს უშუალოდ პრემიერის გადასაწყვეტია და მისი ჩამოსაყალიბებელია გუნდი ვისთან ერთადაც გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა კახი კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებითვე, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ის ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას ეწინააღმდეგება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირიქით, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს.

კახა კალაძე ბახტაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების სოციალურ ქსელში გაკეთებაზე კი ამბობს: უცხოელი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ფეისბუქს“, რატომაც არა?"


ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა