მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ იტალიაში საავტომობილო კომპანია IVECO-ს საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა

5dd7f2e84ea43
BM.GE
22.11.19 21:51
1462
თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის ქალაქ ტურინში მდებარე საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა.

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულება 2020 წელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ახალი ავტობუსების შეძენა იქნება.

„თქვენ იცით, რომ ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შესყიდვას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება ყოველმხრივ მოწესრიგებული იყოს. გარდა იმისა, რაც უკვე შევისყიდეთ, კიდევ იქნება წარმოდგენილი დიზელზე მომუშავე, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები. თუმცა, ჩვენ ასევე ვამუშავებთ პროექტს ელექტროავტობუსების შესაძენად. უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროავტობუსები ძვირი ჯდება, რადგან ისინი სიახლეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მთავარი და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და მოქალაქეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ
გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს, იგეგმება დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.