დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, "ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი "ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა, კომისიის ფორმატში, 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შესაბამისმა კომისიამ „ცენტრ-პოინტის“ 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან 6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ აღნიშნული 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი ჩატარდა.
ამ ეტაპზე, წინამოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „მეტტა“. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის საჭიროა გარკვეული თანხების აკუმულირება.
შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების დასრულების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, რადგან, შენობა-ნაგებობების დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას ელოდება ათასობით დაზარალებული პირი, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საცხოვრებელის არქონის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "ცენტრ პოინტის“ სარემონტო-სამშენებლო ობიექტების დროული დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის თანხების აკუმულურების მიზნით, მერია გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელთა წინადადებები მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის