მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

61a5e9592e29d
ინგა მურუსიძე
30.11.21 12:24
1717
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუნდის მომავალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, გუნდის შემადგენლობა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება და იმედი აქვს, რომ მომავალ კვირაში დედაქალაქის ახალი მთავრობა დამტკიცდება.

თბილისის ვიცე-მერის კანდიდატად კალაძემ ირაკლი ხმალაძე წარადგინა. რაც შეეხება მოადგილეებს, კალაძის თქმით, ამ პოსტზე წარდგენილია ილია ელოშვილისა და ანდრია ბასილაიას კანდიდატურები.

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილია ვალერი ჭიღლაძე. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი აბუთიძე, ეკონომიკის საქალაქო სამსახურს ვახტანგ ლომჯარიას, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გიგა გიგაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა, იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა, საფინანსო-საქალაქო სამსახურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე, მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს კი უხელმძღვანელებს - კახა გულედანი.

ამასთან, კალაძის თქმით, თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი ჩაიბარებს, თბილისის განვითრების ფონდის ხელმძღვანელად ლევან ჯღარკავას დაინიშნება, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი კვლავ ირაკლი თავართქილაძე, ხოლო არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი იქნება.

„ყველა კანდიდატი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე და საქმის ერთგული ადამიანია. მათ კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი, ადამიანური ურთიერთობებისა, ძალიან კკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქალაქში ბევრი საქმეა გასაკეთებელი’, - განაცხადა კალაძემ.