21.ნოემბერი .2020 19:10

კალაძის მთავრობა 2021 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 25 მილიონის შემოსავალს ელის

views 2605
უკან

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა 2021 წლისთვის ბიუჯეტში 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას პროგნოზირებს.

ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება, რაც 657.3 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ამას გარდა, კახა კალაძის მთავრობა ბიუჯეტში „სხვა შემოსვალების“ სახით 156.8 მლნ ლარის (2020 – 180 მლნ) მიღებას ელის.

თავის მხრივ, „სხვა შემოსავლებიდან“ მისაღები თანხები ასე ნაწილდება:

- შემოსავალი საკუთრებიდან – 8 600,0 ათასი ლარი;
- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 25 000,0 ათასი ლარი;
- მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის - 48 000,0 ათასი
ლარი;
- სანქციები (ჯარიმები და საურავები) 55 000,0 ათასი ლარი;
- სხვადასხვა შემოსავლები – 20 267,4 ათასი ლარი.
ჯამში, სხვა შემოსავლები 2020 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში შემცირებულია 46 130,0 ათასი ლარით.

ცნობისთვის: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს მერია, ჯამში, 840 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა