მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის მტკიცებით, რიყის დოქებს მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა

5db1987bdf0b9
თათია ჩაფიჩაძე
24.10.19 16:22
1403
ე.წ. „რიყის დოქების“ მიმართულებით ინვესტორებთან დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ bm.ge-ს უთხრა, მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი დიდი მოცულობის ფინანსები გახდა, რაც დოქებისთვის კონკრეტული ფუნქციების მოძებნისთვის არის საჭირო.

მერის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არცერთ ინვესტორთან არ მიმდინარეობს.

„რამდენიმე მოლაპარაკება-შეთავაზება გვქონდა კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებთან, თუმცა სამუშაოების მოცულობებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი თანხებია ჩასადები იმისთვის, რომ იქ არსებული სიტუაცია მოწესრიგდეს. უარი განაცხადეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვხატავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ერთობლივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ფართის გადაცემა კონკრეტულ ინცესტორზე, მისი მოწესრიგება და გამოყენება ჩვენი ქალაქისთვის.

ამ ეტაპზე არცერთ ინვესტორთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

75 მლნ-იანი შენობა მტვერში - მთავრობამ მე-7 წელია "რიყის დოქებს" ფუნქცია ვერ მოუძებნა <VIDEO>